დღე 8
მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში.
ტრადიციულ
გაკვეთილზე მოსწავლეები მასწავლებლისგან მოელიან შეფასებას. მოსწავლეზე
ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ
შეფასებაში. ამის შესრულება ზოგიერთი მოსწავლისთვის შესაძლოა
რთული აღმოჩნდეს; ასევე, შეიძლება გაუჭირდეთ მასწავლებლებს მოსწავლეებთან
ამ პასუხისმგებლობის გაზიარება; ზოგისთვის პირიქით წამახალისებელია და რეალურად ეხმარება მიზნების დასახვაში.
მოსწავლეზე
ორიენტირებულ შეფასების სისტემაში მოსწავლეები უფრო აქტიურად ერთვებიან
შეფასების პროცესში, არ ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება.
მინდა მაგალითი მოვიყვანო:
თვითმართველობის დღეს სკოლაში ყველა კლასში გაკვეთილები ჩაატარეს მოსწავლეებმა, მათ გამოკითხეს თანაკლასელები, შეიტანეს ჩანაწერები ჟურნალში, ზოგიერთმა ახალი მასალაც ახსნა. გაკვეთილის ბოლოს გამოაცხადეს ნიშნები, რომლებსაც შეიტანდნენ ჟურნალში. თითოეულ ნიშანს ისეთი ახსნა-განმარტება გაუკეთეს, რომ არავის აღარ დარჩა შეფასებასთან დაკავშირებული შეკითხვები. ყველა მოსწავლემ იგრძნო საკუთარი პასუხისმგებლობა და დაწერა რეალური ნიშნები.