воскресенье, 10 ноября 2013 г.

დღე 8
მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში.

             ტრადიციულ გაკვეთილზე მოსწავლეები მასწავლებლისგან მოელიან შეფასებას. მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ შეფასებაში. ამის შესრულება ზოგიერთი მოსწავლისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს; ასევე, შეიძლება გაუჭირდეთ მასწავლებლებს მოსწავლეებთან ამ პასუხისმგებლობის გაზიარება; ზოგისთვის პირიქით წამახალისებელია და რეალურად ეხმარება მიზნების დასახვაში.
              მოსწავლეზე ორიენტირებულ შეფასების სისტემაში მოსწავლეები უფრო აქტიურად ერთვებიან შეფასების პროცესში, არ ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება. 
              მინდა მაგალითი მოვიყვანო:
თვითმართველობის დღეს სკოლაში ყველა კლასში გაკვეთილები ჩაატარეს მოსწავლეებმა, მათ გამოკითხეს თანაკლასელები, შეიტანეს ჩანაწერები ჟურნალში, ზოგიერთმა ახალი მასალაც ახსნა. გაკვეთილის ბოლოს გამოაცხადეს ნიშნები, რომლებსაც შეიტანდნენ ჟურნალში. თითოეულ ნიშანს ისეთი ახსნა-განმარტება გაუკეთეს, რომ არავის აღარ დარჩა შეფასებასთან დაკავშირებული  შეკითხვები. ყველა მოსწავლემ იგრძნო საკუთარი პასუხისმგებლობა და დაწერა რეალური ნიშნები.

воскресенье, 3 ноября 2013 г.

დღე 7.

მოდული 5.

     მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში.
ჩვენს პრაქტიკაში უფრო ხშირად მივაწვდით მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ შეფასების კრიტერიუმებს. ძალიან საინტერესო იქნება შეფასების რუბრიკის და ჩექლისტის მომზადება მოსწავლეებთან ერთად. ისინი უკეთესად განსაზღვრავენ იმას თუ როგორ უნდა შეასრულონ დავალება და რას მიაქციონ ყურადღება. მათ არ გაუჩნდებათ ბევრი შეკითხვა შეფასების შესახებ თუ თვითონ გააანალიზებენ კრიტერიუმებს.

суббота, 2 ноября 2013 г.


დღე 6.

მოდული 4.

   როგორ შეიძლება დავეხმაროთ ყველა მოსწავლეს, წარმატებით შეასრულოს საპროექტო დავალებები.
   საინტერესო იყო მოსწავლის გადასახედიდან საპროექტო დავალებების შესრულება, ეს პროცედურა უფრო ნათელს ხდის მასწავლებლისთვის თუ კონკრეტულად რა სახის ნაშრომები შიძლება წარადგინონ მოსწავლეებმა. აუცილებელია წინასწარ მივაწოდოთ ნამუშევრების შფასების კრიტერიუმები და უკეთესია შვიმუშავოთ რუბრიკები ბავშვებთან ერთად.
   ესეთი მიდგომის დროს მოსწავლეები მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს.

пятница, 1 ноября 2013 г.

დღე 5.

ტექნოლოგიების გამოყენება.

               თანამედროვე სამყარო წარმოუდგენელია კომპიუტერების და ინტერნეტის გარეშე. ეს უკვე ფუფუნება კი არა - აუცილებლობაა.
                  ინტერნეტში შეიძლება უამრავი მასალის მოძიება. ტექნოლოგიების გამოყენება ხდის გაკვეთილს უფრო საინტერესოს, მრავალფეროვანს, სანახაობრივს. და რაც მთავარია მოსწავლეები მეტად ჩართულები არიან.
             ხშირად ტექნიკური თვალსაზრისით მეტ ინფორმაციას ფლობენ კომპიუტერებისა და ინტერნეტის შესახებ ვიდრე უფროსები, რაც საშუალებას გვაძლევს მეტი დაინტერესება გამოვიწვიოთ მათში .
დღე 4.

შეფასება

     როგორც ვიცით არსებობს შეფასების ორი ტიპი - განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
           შეფასების დაწყებამდე საჭიროა გავნსაზღვროთ რა არის შეფასების მიზანი? და როგორ გამოვიყენებთ შჶფასების შედეგებს? აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ასაკის განსაზღვრა. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის მისაღებია მცირე კომენტარით გამოხატული შეფასება და რამე წამახალისებელი ნახატი ან სიმბოლო. მაღალი კლასის მოსწავლეები ითხოვენ უფრო ვრცელ და კონკრეტულ კომენტარს, ნიშნის დაწერის შემთხვევაში ურჩევნიათ ზუსტად იცოდნენ შეფასების კრიტერიუმები.

воскресенье, 20 октября 2013 г.

დღე 3.
 მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
          ჩემი აზრით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება პროექტის გაწერის დროს არა მარტო მოსწავლეების ჩართულობას უწყობს ხელს, არამედ უფრო ნათელს ქმნის მოსწავლისთვისაც და აგრეთვე თვითონ მასწავლებლისთვის პროექტის თემას. მასწავლებელს აძლევს საშუალებას უფრო ზუსთად განუმარტოს მოსწავლეს დავალება; და მოსწავლესთვის უფრო უადვილებს დავალების მომზადების და ინფორმაციის მოძიების პროცესს. 

пятница, 18 октября 2013 г.

დღე 2.
პუბლიკაციების მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე.
       საინტერესო მიდგომაა გაზეთების, ბუკლეტების და სხვა პუბლიკაციების გამოყენება სწავლებაში. ჩემი აზრით ასეთი პუბლიკაციები განუვითარებს მოსწავლეებს კრეატიულ აზროვნებას და ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევებს; აგრეთვე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ დააიტერესო პროექტით მშობლები, სხვა მასწავლებლები და მოსწავლეები.