воскресенье, 20 октября 2013 г.

დღე 3.
 მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
          ჩემი აზრით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება პროექტის გაწერის დროს არა მარტო მოსწავლეების ჩართულობას უწყობს ხელს, არამედ უფრო ნათელს ქმნის მოსწავლისთვისაც და აგრეთვე თვითონ მასწავლებლისთვის პროექტის თემას. მასწავლებელს აძლევს საშუალებას უფრო ზუსთად განუმარტოს მოსწავლეს დავალება; და მოსწავლესთვის უფრო უადვილებს დავალების მომზადების და ინფორმაციის მოძიების პროცესს. 

пятница, 18 октября 2013 г.

დღე 2.
პუბლიკაციების მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე.
       საინტერესო მიდგომაა გაზეთების, ბუკლეტების და სხვა პუბლიკაციების გამოყენება სწავლებაში. ჩემი აზრით ასეთი პუბლიკაციები განუვითარებს მოსწავლეებს კრეატიულ აზროვნებას და ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევებს; აგრეთვე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ დააიტერესო პროექტით მშობლები, სხვა მასწავლებლები და მოსწავლეები.
       

суббота, 12 октября 2013 г.

12.10.2013.
Intel Education
დღე 1
მოდული 1.  პროექტებით სწავლება.
      როგორც სქემაში ჩართულ მასწავლებელს, პორთფოლიოს შექმნის დროს ბევრი კითხვა მქონდა ჩატარებული აქტივობების სწორად გაფორმებასთან დაკავშირებით. სექტემბრის თვეში მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელმა შეამოწმა პორტფოლიოს მასალა და მომცა სასარგებლო რჩევები მის წარმოებასთან დაკავშირებით. 
       დღევანდელი თრენინგი ჩემს მოლოდინს ბევრად  აღემატებოდა. გავეცანი პროექტის მომზადების, დაწერის, განხოეციელების რჩევებს. განსაკუთრებით დამაინტერესა 21 საუკუნის უნარჩვევებთან დაკავშირებულმა მიმოხილვამ. პროექტების მაგალითების წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა ჩემს მიერ ჩატარებული ღია კლასის საათის ("მოზარდების ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან") მასალების სხვანაირად გაფორმების იდეა.